|
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » ტელეკომპანია “იმედის” შენობასთან მოძრაობა პარალიზებულია
10:48 PM ტელეკომპანია “იმედის” შენობასთან მოძრაობა პარალიზებულია |
შენობასთან, ლუბლიანას ქუჩის მხრიდან მოძრაობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია. ტელეკომპანიასთან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მოსახლეობა და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. ლუბლიანას ქუჩაზე უკვე იმყოფებიან ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, ვიქტორ დოლიძე, ნიკა ივანიშვილი და სხვები. აღსანიშნავია, რომ ხალხი გადაცემის მონაწილეებს, რომლებმაც "ქრონიკის” დღევანდელი გამოშვება არ გააპროტესტეს, საკმაოდ აგრესიულად ხვდება. ტელეკომპანია "იმედის” ეთერით დღეს "ქრონიკის” "მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია "იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
|
კატეგორია: ვიდეოები |
ნანახია: 643 |
დაამატა: nikoloza
| რეიტინგი: 0.0/0 |
|