კვირა, 2025-06-22, 11:23 PM
მოგესალმები Guest | RSS

WWW.GAERTEEE.TK

მინი-ჩატი

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მაისი » 15 » როგორ მოვიქცეთ თუ კომპიუტერი ვეღარ პოულობს USB დრაივს
9:59 PM
როგორ მოვიქცეთ თუ კომპიუტერი ვეღარ პოულობს USB დრაივს


თუ შემთხვევით თქვენი კომპიუტერი რაღაც მიზეზის გამო ვეღარ კითხულობს USB დრაივს, გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ ეს სტატია. მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება USB დრაივის წაკითხვა შეიძლება რამდენიმე იყოს, მათ შორის ის, რომ ვინდოუსი ხანდახან უცვლის ე.წ. drive letter ჩვენს დრაივებს და ანიჭებს მას იმ მნიშვნელობას, რომელიც უკვე ხმარებაშია.



ეს კი მაშინ ხდება, როცა რამდენიმე ე.წ. card readers ან thumb დრაივებია მიერთებული კომპიუტერთან. პრობლემის მოსაგვარებლად მიყევით ინსტრუქციას. მარჯვენა ღილაკით დააკლიკეთ My Computer-ზე და მენიუში აირჩიეთ Manage. შემდეგ, Computer Management ფანჯარაში აირჩიეთ Disk Managemen, როგორც ამას სურათზე ხედავთ



თქვენ ნახავთ ყველა დისკს, რომელიც კომპიუტერთანაა შეერთებული. ამჯერად თუ მსგავსი პრობლემა აქვს ჩემს კომპიუტერს , მე შევუცვლი კინგსტონის დისკს დრაივის ასოს.მაგალითად თუ ჩემი USB დრაივი პრობლემის დაწყებამდე იყო აღნიშნული F: დისკით და ახლა რატომღაც G: ასოთია გამოსახული, მივანიჭებ მას ისევ ძველ მნიშვნელობას. როგორ ხდება ეს? ძალიან მარტივად. მარჯვენა ღილაკით დააწექით USB დრიავის აღმნიშველ ასოს და მენიუში აირჩიეთ Change Drive Letters and Paths, როგორც ამას სურათზე ხედავთ


გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა დააკლიკოთ Change ღილაკზე


ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ ის ასო, რომელიც შეესაბამებოდა მანამდე თქვენს დისკს


მერე კი დააკლიკეთ OK ღილაკს. გამოჩნდება შეტყობინება დრაივის ასოს შეცვლის შესახებ, დაადასტურეთ Yes ღილაკზე დაწკაპუნებით. ამის მერე, თქვენ შესძლებთ თქვები USB დრაივის წაკითხვას.
კატეგორია: ვიდეო გაკვეთილები | ნანახია: 743 | დაამატა: sandrika21 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
style="background:url('/images/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:

თამაში

პროგრამები